| |
სასტუმროს აღწერილობა:
სასტუმრო ”ვერე პალასი” სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას განუმეორებელ გარემოში. იგი მდებარეობს თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში - ფიქრის გორაზე, მხოლოდ 3 - 10 წუთის სავალზე დედაქალაქის ღირშესანიშნაობებიდან. თბილისის ერთ-ერთი ფეშენებელური რესტორანი და კაფე-ბარი, მოხდენილი საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები, ფართო და მიმზიდველი ჰოლი ჩინებული არჩევანია რომანტიკული სადილებისა თუ ქორწილებისათვის, კერძო მიღებებისა თუ კონფერენციებისათვის.
გამაჯანსაღებელი ”ფიტნეს ცენტრი” სავარჯიშო ტექნიკის ფართო ასორტიმენტით, საცურაო აუზით, საუნითა და მასაჟით ემსახურება ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებას. სასტუმრო ”ვერე პალასში” თქვენ გელოდებათ მაღალი სტანდარტის მომსახურება.
|
|