ქართ. Eng. Рус.  
     
 
”ამბასადორი” VIP
ადგილმდებარეობა: თბილისი
მისამართი: შავთელის ქ. 13;
ტელ.: (+995 32) 43 94 94;
ფაქსი: (+995 32) 93 17 40;
ელ. ფოსტა: info@ambasadori.ge / manager@ambasadori.ge
ვებ გვერდი: www.ambasadori.ge
 
     
     
 

სასტუმროს აღწერილობა:

სასტუმრო ''ამბასადორი'' გახლავთ 4/5 ვარსკვლავიანი თანამედროვე ტიპის სასტუმრო, რომელიც განლაგებულია თბილისის ისტორიულ ცენტრში, კერძოდ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანჩისხატის ეკლესიასა და მარიონეტების თეატრს შორის. სასტუმროდან ფეხით სავალ მანძილზეა თბილისის ფინანსური ცენტრი, მაღაზიები, მუზეუმები, გალერეები, თეატრები და კულტურული სანახაობები.

სასტუმროში განთავსებულია 42 ნომერი და თითოეული მათგანი, საპრეზიდენტო ლუქსის ჩათვლით, არის ინდივიდუალურად მოწყობილი და წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ელემენტების კომბინაციას. ''ამბასადორში'' ნომრების უმრავლესობას გააჩნია აივანი, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი მდინარე მტკვარზე, ძველი თბილისის ქუჩებსა თუ ზამთრის ბაღზე. სასტუმროს თითოეული ნომერი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი თანამედროვე საშუალებით, როგორიცაა ტელევიზორი სატელიტური არხებით, სამუშაო მაგიდა, ტელეფონი, კონდიციონერი ინდივიდუალური სამართავი პულტით, მინი-ბარი და ფართო სააბაზანო ოთახი. ლუქსის ნომრებში არის ჯაკუზი. სასტუმრო ''ამბასადორში'' არის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც გათვლილია დაახლოებით 100 კაცზე. დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე აუდიო-ვიდეო მოწყობილობით. VIP შეხვედრებისათვის სასტუმროში გამოყოფილია 30 კაცზე გათვლილი ელეგანტურდ მოწყობილი ოთახი. სასტუმროს გამოცდილი მომსახურე პერსონალი სიამოვნებით მოგემსახურებათ და შემოგთავაზებთ თქვენს მიერ არჩეულ კერძებს VIP ოთახში სასადილოდ.

''ამბასადორის'' ტერასაზე განთავსებული რესტორანი არს საუკეთესო ადგილი სტუმრებისთვის, რომელიც განთავსებულია მე-4 სართულზე. რესტორანში ყოფნისას თქვენ წინ გეშლებათ ქალაქის უმშვენიერესი ხედი. რესტორან ''ამბასადორის'' სამზარეულოში დასაქმებული მზარეულები შემოგთავაზებენ უგემრიელესი ქართული და ინტერნაციონალური კერძების ფართო არჩევანს. აღსანიშნავია, აგრეთვე შენობის ბოლო სართულზე განთავსებული მყუდრო VIP ოთახი, რომელიც გათვლილია 10 კაცზე. თავისი შესანიშნავი ადგილმდებარეობით, საუკეთესო თანამედროვე კეთილმოწყობებითა და მეგობრული პერსონალით, სასტუმრო ''ამბასადორმა'' მოკლე დროში მოიპოვა ურყევი რეპუტაცია. სტუმრებს არასოდეს დაავიწყდებათ ''ამბასადორიდან'' დანახული თბილისის ულამაზესი ხედები.

 
     
     
 
ოთახის ტიპი საფასური
ერთადგილიანი ოთახი 115 $ (+ 18 % Vat)
სტანდარტული ოთახი 150 $ (+ 18 % Vat)
ორადგილიანი ოთახი (ერთი განიერი საწოლით) 170 $ (+ 18 % Vat)
ორადგილიანი ოთახი (ორი განცალკევებული ჩვეულებრივი საწოლით) 170 $ (+ 18 % Vat)
Superior 185 $ (+ 18 % Vat)
ნახევრად ლუქსი 250 $ (+ 18 % Vat)
ლუქსი 300 $ (+ 18 % Vat)
საპრეზიდენტო აპარტამენტი 600 $ (+ 18 % Vat)
 
     
     
 

ნომერში ხელმისაწვდომია:

  • კონდიციონერი;
  • გათბობის სისტემა;
  • ტელეფონი;
  • უფასო ინტერნეტი; (Wi Fi)
  • მინი ბარი;
  • სეიფი;
  • უცხოეთის სატელევიზიო არხები;
  • შხაპი (სრული სააბაზანე ატრიბუტიკა);
  • ჯაკუზი;

სასტუმროში ხელმისაწვდომია:

  • დაცვა;
  • ტრანსფერი აეროპორტამდე და აეროპორტიდან;
  • ტაქსი სერვისი - Online Booking;
  • ექსკურსიები თბილისსა და ქალაქგარეთ ისტორიული ადგილების სანახავად;
  • გიდი;
  • თარჯიმანი;
  • ბილეთების დაჯავშნა თბილისის ღონისძიებეზე;
  • სეიფი ადმინისტრატორთან;
  • სამრეცხაო;
  • მისაღებია პლასტიკური ბარათით გადახდა;
  • უფასო ავტოსადგომი;
  • საკონფერენციო დარბაზი (100 და 25 ადგილიანი);
  • ბიზნეს ცენტრი;
  • ოთახი შეხვედრებისთვის;
  • უფასო ინტერნეტი;
  • ფაქსი;
  • ლიფტი;
  • კაფე;
  • ბარი;
  • რესტორანი (უფასო საუზმე);
  • საბანკეტო დარბაზი;
  • ღამის კლუბი;
  • ფიტნესი კლუბი;
  • საცურაო აუზი;
  • ბუხარი;
  • დილით გაღვიძების სერვისი;
  • დენის ალტერნატიული წყარო;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორები;
 
     
     
 
 
     
Site Created by:
www.colibri.ge
2009 © Copyright
Ltd "Elitetravel".