ქართ. Eng. Рус.  
     
 
"სიტადინი" VIP
ადგილმდებარეობა: თბილისი
მისამართი: თავისუფლების მოედანი 4;
ტელ.: (+995 32) 54 70 30;
ფაქსი: (+995 32) 54 70 40;
ელ. ფოსტა: tbilisi.fs@citadines.com
ვებ გვერდი: www.citadines.com
 
     
     
 

სასტუმროს აღწერილობა:

სასტუმრო "სიტადინი" წარმოადგენს მთელს საქართველოში პირველ საცხოვრებელ კომპლექსს სასტუმროს ყველა სტანდარტული მომსახურებით. სასტუმროში არსებულ ფართო ბინებში შესანიშნავადაა კომბინირებული სიმყუდროვე და მაღალი დონის მომსახურეობა, სასტუმროში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხოების საკითხებს. 

სასტუმრო "სიტადინი" მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე. ეს ადგილი განთქმულია თავისი მრავალფეროვანი კაფეებით, რესტორნებითა და სავაჭრო ცენტრებით, რაც ძალიან მიმზიდველია სასტუმროს მაცხოვრებლებისათვის. სასტუმრო ასევე ახლოსაა სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტის შენობასთან, მეტროსადგურ "რუსთაველთან" და სახელმწიფო მუზეუმთან. სასტუმროდან 10 წუთის სავალზე კი დედაქალაქის ისტორიული ძველი უბნებია განლაგებული, (ძველი თბილისი) სადაც სასტუმროს სტუმრებს ისტორიული შენობები და ცნობილი "გოგირდის აბანოები" შეუძლიათ მოინახულონ. აბანოები რომლებიც განთქმულია თავისი სამკურნალო და მარგებელი თვისებებით. 

სასტუმროს მრავალფეროვან შენობაში წარმოდგენილია 66 ბინის ტიპის საცხოვრებელი კეთილმოწყობილი ნომერი. ნომრები გამოირჩევა განსაკუთრებული სიმყუდროვითა და მოსახერხებელი ავეჯით, ხოლო სასტუმრო "სიტადინი"–ს ნომრების მთავარი უპირატესობა მათ მოწყობაშია. ნომერში თქვენ დაგხვდებათ სრულყოფილი სამზარეულოები სრული აღჭურვილობითა და ჭურჭლით. გასაშლელი დივანი, საწერი მაგიდა და დამატებითი ავეჯი სრული კომფორტისა და საოჯახო განწყობისათვის.  სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა ტევადობის 3 საკონფერენციო დარბაზი სრული აღჭურვილობითა და მომსახურეობებით. სასტუმრო გამოირჩევა ასევე მოქნილი საფასო სისტემებით. რაც უფრო დიდ ხანს რჩება სტუმარი სასტუმროში მით უფრო დაბალია საცხოვრებელი ნომრის ფასი, რაც მთლიანობაში თანხების დიდ ეკონომიას განაპირობებს.

 
     
     
 
ოთახის ტიპი საფასური
Studio 80 - 107 $ (+18% Vat)
Studio Executive 99 - 132 $ (+18% Vat)
1 Bedroom Deluxe 148 - 197$ (+18% Vat)
1 Bedroom Executive 170 - 227$ (+18% Vat)
 
     
     
 

ნომერში ხელმისაწვდომია:

  • კონდიციონერი;
  • გათბობის სისტემა;
  • ტელეფონი; (უფასო ადგილობრივი ზარები)
  • შხაპი; (სრული სააბაზანე ატრიბუტიკა)
  • უფასო ინტერნეტი; (საკაბელო ან Wi Fi)
  • მინი ბარი;
  • სეიფი;
  • უცხოეთის სატელევიზიო არხები; (40 არხი)
  • DVD პლეიერი;

სასტუმროში ხელმისაწვდომია:

  • ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტამდე;
  • ტაქსი სერვისი;
  • ავია ბილეთების დაჟავშნა;
  • ბილეთების დაჯავშნა თბილისის ღონისძიებეზე;
  • საფოსტო მომსახურება;
  • სეიფი ადმინისტრატორთან;
  • სამრეცხაო;
  • პლასტიკური ბარათით გადახდა; (საბანკო ტერმინალი)
  • ბანკომატი;
  • უფასო ავტოსადგომი;
  • საკონფერენციო დარბაზი;
  • ბიზნეს ცენტრი;
  • ოთახი შეხვედრებისთვის;
  • უფასო ინტერნეტი; (საკაბელო ან Wi Fi)
  • ფაქსი;
  • ლიფტი;
  • კაფე;
  • ბარი;
  • საბანკეტო დარბაზი;
  • სპორტ დარბაზი;
  • მასაჟისტი;
  • სამედიცინო პუნქტი;
  • დილით გაღვიძების სერვისი;
  • დენის ალტერნატიული წყარო; (გენერატორი)
  • ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორები;
  • სუვენირების კუტხე;
  • ბაღი ღია ცის ქვეშ;
 
     
     
 
 
     
Site Created by:
www.colibri.ge
2009 © Copyright
Ltd "Elitetravel".