ქართ. Eng. Рус.  
 
 

ტურისტული კომპანია ”ელიტ თრეველი”

ტურისტული კომპანია “ელიტ თრეველი” სრულიად ახალი მოთამაშეა საქართველოს შიდა ტურისტულ ბაზარზე. ორგანიზაცია დააფუძნეს ფიზიკურმა პირებმა, რომელთაც სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპიდან ჩამოსული ტურისტების მომსახურების კუთხით. კომპანია ”ელიტ თრეველი” პირველი სააგენტოა საქართველოში, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ საგზური, დაუკვეთოთ ესა თუ ის ტური ან დაჯანშნოთ სასტუმრო სახლიდან გაუსვლელად, ONLINE რეჟიმში. თქვენ საშუალება გაქვთ შეიძინოთ საგზური ერთი სატელეფონო ზარის მეშვეობით ჩვენს აგენტთან, რომელიც თავად გეწვევათ და ადგილზე გაგიფორმებთ ხელშეკრულებას ამა თუ იმ მომსახურების შესახებ, ადგილზე დაგიჯავშნით სასტუმროს და გადმოგცემთ ყველა საჭირო საბუთს.

აგვისტოს თვეში საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდგომ კომპანიამ მიზნად დაისახა საქართველოს შიდა ტურისტული რესურსების პოპულარიზაცია და ქართული ტურისტული პროდუქტის დასავლეთ ევროპელი, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და უკრაინელი ტურისტებისათვის შეთავაზება. კომპანია ”ელიტ თრეველი” გთავაზობთ დასავლეთ ევროპული სტანდარტის მქონე მომსახურებას, რომელიც მოიცავს ტურისტული მომსახურების სრულ პაკეტს, კერძოდ:

• სტანდარტული და საოჯახო სასტუმრო:
• სამჯერადი კვება;
• სრული სატრანსპორტო მომსახურება;
• გამყოლი/თარჯიმანი/ექსკურსიამძღოლი;
• აღჭურვილობა სპეციფიკური ტურებისათვის;
• პირველადი სამედიცინო დახმარება;
• სამედიცინო დაზღვევა;

ჩვენს მიერ დამუშავებული სათავგადასავლო ტურები და საგზურები ითვალისწინებს ნებისმიერ ასაკობრივ და თემატურ ასპექტებს. ამ მხრივ ჩვენი ტურებით შეიძლება დაინტერესდნენ მოგზაურობის როგორც ახალგაზრდა მოყვარულები ასევე პენსიონერები. რაც შეეხება ტურების მრავალფეროვნებას ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ასორტიმენტში შესაძლებლობა გექნებათ სრულად შეიგრძნოთ საქართველოს ბუნების მომხიბლაობა, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობა, ყოფითი და ეთნოგრაფიული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის განუმეორებელი ხიბლი, ქართული სამზარეულო, ფოლკლორი და სუფრის უძველესი წეს-ჩვეულებები. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სანახაობა, საკვები თუ მომსახურება კი ეფუძნება გარემოზე მინიმალური ზემოქმედებისა და ეკოლოგიური სისუფთავის პრინციპებს.


სპეციალური შეთავაზება სასტუმროებს:

ჩვენს ვებ გვერდზე განსაკუთრებით დიდი ადგილი ეთმობა საქართველოში არსებულ სასტუმროებს. ვინაიდან და რადგანაც უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრის მაღალ დონეზე დახვედრისა და მიღებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება თემატურად პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის შიდა ტურისტული მომსახურების ხარისხთან, კომპანიამ “ელიტ თრეველი” გადაწყვიტა საშუალება მისცეს და უცხოელ ტურისტებთან რეკომენდაცია გაუწიოს თბილისსში, ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ ყველა იმ ცნობილ და ნაკლებად ცნობილ სასტუმროებს, რომლებიც ჩვენს ვებ-გვერდზე განათავსებენ ინფორმაციას საკუთარი სასტუმროსა და მომსახურებების შესახებ. რაც შეეხება ინფორმაციის განთავსების ტარიფებსა და პირობებს: სასტუმროს შესახებ ინფორმაციის განთავსების საფასური შეგნებულად და უპრეცენდენტოდ დაბალია, რაც განპირობებულია იმით, რომ კომპანიამ “ელიტ თრეველი” გადაწყვიტა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების პირობებში ხელი შეუწყოს ყველა იმ სასტუმროს, რომლებმაც ომიანობის პერიოდში განხორციელებული ჯავშნები გააუქმა და დიდი ფინანსური ზარალი განიცადა. ამ გზით ჩვენი ვებ-გვერდი პარალელურ რეჟიმში ითავსებს ორ ძირითად ფუნქციას: მასზე მოთავსდა კომპანია “ელიტ თრეველი”-ს საფირმო ტურები და საგზურები, ხოლო პარალელურად ვებ გვერდი გახდა საქართველოში არსებული სასტუმოების მდიდარი და ამომწურავი ცნობარი, რამაც იგი უნივერსალურ და მოქნილ ვებ პორტალად გადააქცია როგორც უცხოელი, ისე ქართველი დამსვენებლებისათვის.

რაც შეეხება ინფორმაციის ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსების მეთოდიკასა და პრინციპებს: იგი სრულად ეხმაურება და შეესაბამება დასავლეთ ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებს. ტურებისა და საგზურების განაწერში დეტალურადაა წარმოდგენილი ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მომთხოვნი დამსვენებლისათვის. რაც შეეხება სასტუმროების შესახებ განთავსებულ ინფორმაციას ჩვენს ვებ გვერდზე: სასტუმროების საინფორმაციო ანკეტები გამოირჩევა ინფორმაციის ზედმიწევნითი შემცველობითა და საჭირო კომპონენტების სწორი განლაგებით, რაც პრინციპიალურად მნიშვნელოვანია ევროპელი დამსვენებლისათვის.

კომპანია მზადყოფნას გამოხატავს სასტუმროებისაგან მიღებულ ყველა სპეციალურ შემოთავაზებაზე.



სასტუმროს შესახებ ინფორმაციის განთავსების პირობები ჩვენს ვებ-პორტალზე:

ტურისტული კომპანია „ელიტ თრეველი“ საშუალებას გაძლევთ ჩვენს ვებ-პორტალზე განათავსოთ თქვენი სასტუმროს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია. ჩვენ ღირებულებისდა მიხედვით გამოვყავით ინფორმაციის განთავსების ოთხი სხვადასხვა ვარიანტი, რომლებსაც პირობითად ოთხი სხვადასხვა სერვის-პაკეტის სახით გთავაზობთ: „ეკონომ პაკეტი“, „სტანდარტ პაკეტი”, „ელიტ პაკეტი“ და ” ოპტიმალ პაკეტი”



„ეკონომ პაკეტი“

„ეკონომ პაკეტი“-ს ღირებულება თვეში 20 ლარია. მისი შეძენისას თქვეს საშუალება გეძლევათ ჩვენს ვებ-პორტალზე განათავსოთ თქვენი სასტუმროს მცირე და სრულყოფილი საინფორმაციო ანკეტა.

1) მცირე ანკეტა: მოთავსებულია სასტუმროების ჩამონათვალში და მასზე მოცემულია სასტუმროს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასტუმროს სახელწოდება;
ბ) სასტუმროს ფოტოსურათი;
გ) სასტუმროს მოკლე ანოტაცია;
დ) სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა;
ე) ღილაკი სრულყოფილ ანკეტაზე გადასასვლელად.

2) სრულყოფილ ანკეტას ჩვენს ვებ-პორტალზე ეთმობა ერთი მთლიანი გვერდი და მასზე მოცემულია სასტუმროს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასტუმროს სახელწოდება;
ბ) სასტუმროს ფოტოსურათი;
გ) სასტუმროს რეკვიზიტები: (მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ვებ-გვერდის მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი);
დ) სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა;
ე) სასტუმროს ლოგო;
ვ) სასტუმროს შესახებ ტექსტუალური ინფორმაცია (განუზომელი რაოდენობით);
ზ) სასტუმროში არსებული ოთახების ტიპები და მათი ფასები;
თ) სასტუმროს ოთახებში ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალი;
ი) მთლიანი სასტუმროს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალი;
კ) სასტუმროს ფოტო გალერეა (რვა ფოტოს ლიმიტით).




„სტანდარტ პაკეტი“

„სტანდარტ პაკეტი“-ს ღირებულება თვეში 30 ლარია. მისი შეძენისას თქვეს საშუალება გეძლევათ ჩვენს ვებ-პორტალზე განათავსოთ თქვენი სასტუმროს მცირე და სრულყოფილი საინფორმაციო ანკეტა. ასევე თქვენ საშუალება გაქვთ განათავსოთ ჩვენს ვებ-პორტალის მთავარ გვერდზე სარეკლამო ბანერი.

1) მცირე ანკეტა: მოთავსებულია სასტუმროების ჩამონათვალში და მასზე მოცემულია სასტუმროს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასტუმროს სახელწოდება;
ბ) სასტუმროს ფოტოსურათი;
გ) სასტუმროს მოკლე ანოტაცია;
დ) სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა;
ე) ღილაკი სრულყოფილ ანკეტაზე გადასასვლელად.

2) სრულყოფილ ანკეტას ჩვენს ვებ-პორტალზე ეთმობა ერთი მთლიანი გვერდი და მასზე მოცემულია სასტუმროს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასტუმროს სახელწოდება;
ბ) სასტუმროს ფოტოსურათი;
გ) სასტუმროს რეკვიზიტები: (მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ვებ-გვერდის მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი);
დ) სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა;
ე) სასტუმროს ლოგო;
ვ) სასტუმროს შესახებ ტექსტუალური ინფორმაცია (განუზომელი რაოდენობით);
ზ) სასტუმროში არსებული ოთახების ტიპები და მათი ფასები;
თ) სასტუმროს ოთახებში ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალი;
ი) მთლიანი სასტუმროს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალი;
კ) სასტუმროს ფოტო გალერეა. რვა ფოტოს ლიმიტით.

3) სარეკლამო ბანერი მთავარ გვერდზე: ბანერი თავსდება მთავარ გვერდზე გამოყოფილ სპეციალურ ადგილას სხვა ბანერებთან ერთად. იგი შეიძლება იყოს როგორც სტატიური (უძრავი), ასევე მოძრავი ფლეშ ანიმაციის შემცველი. მასზე დაწკაპუნებისას ჩვენი ვებ-პორტალის მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადავიდეს სასტუმროს კუთვნილ ვებ-გვერდზე.



„ელიტ პაკეტი“

ელიტ პაკეტი“-ს ღირებულება თვეში 40 ლარია. მისი შეძენისას თქვეს საშუალება გეძლევათ ჩვენს ვებ-პორტალზე განათავსოთ თქვენი სასტუმროს მცირე და სრულყოფილი საინფორმაციო ანკეტა. განათავსოთ სარეკლამო ბანერი მთავარ გვერდზე, ასევე განათავსოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და ახალი ამბავი თქვენი სასტუმროს შესახებ (ტექსტუალური სახით), დაურთოთ მას ფოტოსურათი და ღილაკი სასტუმროს სრულყოფილ ანკეტაზე გადასასვლელად.

1) მცირე ანკეტა: მოთავსებულია სასტუმროების ჩამონათვალში და მასზე მოცემულია სასტუმროს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასტუმროს სახელწოდება;
ბ) სასტუმროს ფოტოსურათი;
გ) სასტუმროს მოკლე ანოტაცია;
დ) სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა;
ე) ღილაკი სრულყოფილ ანკეტაზე გადასასვლელად.

2) სრულყოფილ ანკეტას ჩვენს ვებ-პორტალზე ეთმობა ერთი მთლიანი გვერდი და მასზე მოცემულია სასტუმროს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასტუმროს სახელწოდება;
ბ) სასტუმროს ფოტოსურათი;
გ) სასტუმროს რეკვიზიტები: (მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ვებ-გვერდის მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი);
დ) სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა;
ე) სასტუმროს ლოგო;
ვ) სასტუმროს შესახებ ტექსტუალური ინფორმაცია (განუზომელი რაოდენობით);
ზ) სასტუმროში არსებული ოთახების ტიპები და მათი ფასები;
თ) სასტუმროს ოთახებში ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალი;
ი) მთლიანი სასტუმროს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალი;
კ) სასტუმროს ფოტო გალერეა. რვა ფოტოს ლიმიტით.

3) სარეკლამო ბანერი მთავარ გვერდზე: სარეკლამო ბანერი თავსდება მთავარ გვერდზე გამოყოფილ სპეციალურ ადგილას სხვა სარეკლამო ბანერებთან ერთად. იგი შეიძლება იყოს როგორც სტატიური (უძრავი), ასევე მოძრავი ფლეშ ანიმაციის შემცველი. მასზე დაწკაპუნებისას მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადავიდეს სასტუმროს კუთვნილ ვებ-გვერდზე.

 4) ინფორმაცია და ფოტოსურათი მთავარ გვერდზე მოთავსებულ ახალი ამბების განყოფილებაში: თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ახალი ამბავი და სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენი სასტუმროს შესახებ და დაურთოთ მას ფოტოსურათი. ეს ყველაფერი კი განთავსდება ჩვენი ვებ-პორტალის მთავარი გვერდის იმ განყოფილებაში, რომელიც ეთმობა ახალ ამბებს. მასზე დაწკაპუნებისას კი მომხმარებელი ავტომატურად გადადის თქვენი სასტუმროს სრულყოფილ ანკეტაზე (ან სურვილისამებრ რომელიმე სხვა ბევ-გვერდზე, მაგალითად სასტუმროს კუთვნილ ვებ გვერდზე).


” ოპტიმალ პაკეტი”

ოპტიმალ პაკეტი თავისი ფასითა და პირობებით ყველაზე ხელსაყრელ და მომგებიან პაკეტს წარმოადგენს. მისი საშუალებით სასტუმროს შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე 36 თვით თავსდება, რაც მთლიანობაში 3 წელიწადს შეადგენს. მისი ღირებულება 180 ლარია რაც ერთჯერად გადასახადს წარმოადგენს. საფასურის ყოველთვიური დაანგარიშების შემთხვევაში იგი თვეში 5 ლარს შეადგენს, რაც არსებულ სარეკლამო ბაზარზე უმდაბლესი ტარიფია. მისი შეძენისას თქვეს საშუალება გეძლევათ ჩვენს ვებ-პორტალზე განათავსოთ თქვენი სასტუმროს მცირე და სრულყოფილი საინფორმაციო ანკეტა ანუ  „ეკონომ პაკეტი“.

 1) მცირე ანკეტა: მოთავსებულია სასტუმროების ჩამონათვალში და მასზე მოცემულია სასტუმროს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასტუმროს სახელწოდება;
ბ) სასტუმროს ფოტოსურათი;
გ) სასტუმროს მოკლე ანოტაცია;
დ) სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა;
ე) ღილაკი სრულყოფილ ანკეტაზე გადასასვლელად.

2) სრულყოფილ ანკეტას ჩვენს ვებ-პორტალზე ეთმობა ერთი მთლიანი გვერდი და მასზე მოცემულია სასტუმროს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასტუმროს სახელწოდება;
ბ) სასტუმროს ფოტოსურათი;
გ) სასტუმროს რეკვიზიტები: (მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები, ვებ-გვერდის მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი);
დ) სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა;
ე) სასტუმროს ლოგო;
ვ) სასტუმროს შესახებ ტექსტუალური ინფორმაცია (განუზომელი რაოდენობით);
ზ) სასტუმროში არსებული ოთახების ტიპები და მათი ფასები;
თ) სასტუმროს ოთახებში ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალი;
ი) მთლიანი სასტუმროს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალი;
კ) სასტუმროს ფოტო გალერეა (რვა ფოტოს ლიმიტით).

დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი აგენტი თავად გეწვევათ სასტუმროში და ადგილზე გაგიფორმებთ ხელშეკრულებას ინფორმაციის განთავსების შესახებ.

 
 
Site Created by:
www.colibri.ge
2009 © Copyright
Ltd "Elitetravel".