მენიუ
intro
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში

სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში

სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-1
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-2
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-3
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-4
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-5
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-6
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-7
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-8
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-9
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-10
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-11
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-12
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-13
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-14
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-15
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-16
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-17
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-18

ტურის ხანგრძლივობაა 2 ღამე და 3 დღე. გეოგრაფიულად ტური მოიცავს როგორც დედაქალაქ თბილისსა და მცხეთას, ისე აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ კი კახეთის მხარეს. ტური უმოკლესი დროის პერიოდში საშუალებას იძლევა ვეწვიოთ და ახლოს გავიცნოთ ამ მხარეების ძირითადი ღირშესანიშნაობები. ტურის პირველი დღის პროგრამის თანახმად დაგეგმილია დედაქალაქ თბილისისა და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხათის დათვალიერება. ტურის მეორე დღეს ჩვენ გავემგზავრებით კახეთის რეგიონში, სადაც ვეწვევით ცნობილი ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ მუზეუმსა და მასთან არსებულ ულამაზეს კომპლექსს, იქვე შევძლებთ წინანდლის ჯიშის ღვინის დეგუსტაციასა და უძველეი ქართული ენოთეკის დათვალიერებას. კომმპლექსის ტერიტორიაზე ჩვენ ასევე მოვინახულებთ უნიკალურ ბოტანიკურ ბაღს. დღის მეორე ნახევარში კი ვეწვევით ცნობილ ლოპოტას ტბის დასასვენებელ კომპლექსს, სადაც გავათევთ ღამეს. მესამე დღეს ჩვენ გავემგზავრებით ტურისტებისათვის საყვარელ ქალაქ სიღნაღში, სადაც მოვაწყობთ ექსკურსიას ქალაქის გარშემო და დავაგემოვნებთ კახურ კერძებს. ტურის მიწურულს კი ვეწვევით თბილისში არსებულ ქართულ ეთნოგრაფიულ ცენტრს “ნაბადი”, დავესწრებით ნაციონალური ანსამბლის კონცერტს და დავაგემოვნებთ ტრადიციულ ქართულ ტკბილეულს. ტურის პროგრამის თანახმად გათვალისწინებულია სამჯერადი კვება, ამდენად ტურის განვმავლობაში ჩვენ შევძლებთ გავეცნოთ ადგილობრივ ქართულ სამზარეულოს. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიურად დასვენებისათვის.

ტურის პროგრამა:
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-1
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-2
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-3
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-4
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-5
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-6

           დღე 1. (ექსკურსია დედაქალაქ თბილისსა და მცხეთაში)

  • დილის საათებში გავემგზავრებით მეტეხის ეკლესიის მიმართულებით; (ეკლესიიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი დედაქალაქ თბილისზე)
  • მეტეხის ეკლესიიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს ძველი თბილისის არქიტექტურისათვის ყველაზე დამახასიათებელი ადგილი ”აბანოთუბანი”, სადაც მოვინახულებთ გოგირდის მრავალფეროვან აბანოებს;
  • შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩების დათვალიერება; (ქუჩები 2006 წელს რესტავრირდა და დაუბრუნდა პირვანდელ სახეს. ქუჩები გამოირჩევა ევროპული და აზიური არქიტექტურის საინტერესო ნაზავითა და მრავალრიცხვოვანი კაფე-ბარებით, რაც მათ კოლორიტულსა და ტურისტებისათვის საინტერესოს ხდის)
  • ერეკლე მოერეს ქუჩის დათვალიერება; (ქუჩა ცნობილია მრავალფეროვანი სუვენირების მაღაზიებითა და გალერეებით)
  • სამების საკათედრო ტაძრის დათვალიერება; (მოვინახულებთ ტაძარს და მასთან არსებულ სამონასტრო კომპლექსს)
  • სამების დათვალიერების შემდეგ ჩავსხდებით სატრანსპორტო საშუალებაში და გავემგზავრებით საქართველოს ყოფილი დედაქალაქის-მცხეთის მიმართულებით;
  • ქალაქ მცხეთაში ჩასვლისთანავე ვეწვევით ქართულ რესტორანს, სადაც ვისადილებთ;
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ გავემგზავრებით საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველის დასათვალიერებლად; (დავათვალიერებთ როგორც ტაძარს, ასევე მის ეზოში არსებულ კომპლექსს)
  • ტაძრის დათვალიერების შემდეგ ჩავსხდებით მიკროავტობუსში და მოვინახულებთ ქალაქ მცხეთის ახლადრესტავრირებულ ქუჩებს; (რესტავრაციის შედეგად ქუჩებს დაუბრუნდა პირვანდელი სახე)
  • ტურის მიწურულს ვეწვევით ჯვრის მონასტერს; (ჯვრის მონასტერი აგებულია VI საუკუნეში. იგი შესულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მონასტრის შესასვლელიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი ქალაქ მცხეთაზე)
  • ჯვრის მონასტრის დათვალიერების შემდეგ კი ვბრუნდებით დედაქალაქ თბილისში;
  • ვახშამი და განთავსება თბილისის სასტუმროში.


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი სასიარულო ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი;
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 4-5 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 1 საათი.
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-7
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-8
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-9
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-10
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-11
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-12

           დღე 2. (თბილისი - წინანდალი - ლოპოტას ტბა)

  • საუზმე სასტუმროში;
  • საუზმის შემდეგ დავბრუნდებით სასტუმროს ნომრებში და მოვემზადებით გასამგზავრებლად;
  • გამგზავრება აღმოსავლეთ საქართველოს, კონკრეტულად კი კახეთის მხარის მიმართულებით;
  • დაახლოვებით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ვეწვევით ცნობილი ქართველი კლასიკოსი
  • პოეტის – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმს და დავათვალიერებთ მას; (ჩევნ ასევე დავათვალიერებთ და მიმოვიხილავთ სახლ–მუზეუმთან არსებულ ბოტაკიკურ ბაღსა და ღვინის მარანს, სადაც ინახება ქართული მარკირებული ღვინის უძველესი და უნიკალური ეგზემპლიარები, სურვილის შემთხვევაშ შესაძლებელია წინანდლის ჯიშის ღვინის დეგუსტაცია)
  • სადილი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე;
  • წინანდლის კომპლექსის დათვალიერების დასრულებისთანავე გავემგზავრებით ლოპოტას ტბის დასასვენებელი კომპლექსის მიმართულებით;
  • მოკლე მგზავრობის შემდეგ ვეწვევით კომპლექსს, სადაც განვთავსდებით სასტუმროში;
  • მცირე დასვენების შემდეგ დეტალურად დავათვალიერებთ კომპლექსს; (კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა სახის გასართობი ცენტრები. ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია თევზაობისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება)
  • ვახშამი და ღამისთევა ლოპოტას დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიაზე.


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი სასიარულო ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი;
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 2-3 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 2-3 საათი.
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-13
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-14
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-15
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-16
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-17
სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთის რეგიორში-18

           დღე 3. (ლოპოტას ტბა - ბოდბე - სიღნაღი - თბილისი)

  • საუზმე ლოპოტას დასასვენებელ კომპლექსში;
  • საუზმის შემდეგ დავბრუნდებით სასტუმროს ნომრებში და მოვემზადებით გასამგზავრებლად;
  • გამგზავრება მოდბეს მონასტრის მიმართულებით;
  • დაახლოვებით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ვეწვევით ბოდბეს მონასტერს; (მონასტერი წარმოადგენს საქართველოში არსებულ მონასტრებს შორის ულამაზეს და უმნიშვნელოვანეს მართმადიდებლლურ კომპლექსს, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ალაზნის ველზე)
  • მონასტრის დათვალიერების დასრულებისთანავე გავემგზავრებით ქალაქ სიღნაღისაკენ;
  • ჩასვლა ქალაქ სიღნაღში, სადილი რესტორანში;
  • ექსკურსია ქალაქ სიღნაღში; (ექსკურსიის დროს ჩვენ მიმოვიხილავთ ქალაქის ისეთ მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებს როგორებიცაა: ტრადიციული ქართული მარანი, სტეფანწმინდის ტაძარი და
  • ქალაქის ცენტრალური მუზეუმი)
  • მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ჩავსხდებით სატრანსპორტო საშუალებაში და
  • დავბრუნდებით დედაქალაქ თბილისში.
  • დედაქალაქში დაბრუნებისთანავე გავემართებით თეატრ „ნაბადი“-ს მიმართულებით, სადაც დავესწრებით ქართული ნაციონალური ცეკვის მცირე საკლუბო წარმოდგენას; (წარმოდგენის დროს შეგვიძლია გემო გავუსინჯოთ ქართული ტრადიციული ტკბილეულის ნაირსახეობას).
  • ტურის მიწურულს ქართულ ტრადიციულ რესტორანში ჩვენთვის მოეწყობა გამოსამშვიდობებელი ვახშამი;


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი სასიარულო ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი;
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 4-5 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 3-4 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: თური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს. ტური არ შეიცავს არცერთ საფეხმავლო ლაშქრობას, ამდენად ტურში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანმა. ტურის პროგრამის თანახმად მონაწილეებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.

ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტირება: ტურის საფასურში გათვალისწინებულია სრული სატრანსპორტო მომსახურეობა. ტურის მონაწილეებს მოემსახურებათ კომფორტული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მათ მთელი ტურის განვმავლობაში მოემსახურება. სატრანსპორტო საშუალებას მოემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

განთავსება: ტურის მონაწილეები დედაქალაქ თბილისში განთავსდებიან და ღამეს გაათევენ კომფორტაბელურ სასტუმროში. ტურის მეორე დღეს ისინი ღამეს გაათევენ აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ „ლოპოტას ტბის“ დასასვენებელ კომპლექსთან არსებულ კომფორტაბელურ სასტუმროში.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები. (ლიმონათი და მინერალური წყალი) ტურის მონაწილეები ყოველი დღის საუზმეს მიიღებენ სასტუმროში, სადილები და ვახშმები კი მათთვის სხვადასხვა რესტორებში გაიმერთება. რესტორნების უმრავლესობა ქართული ტრადიციული ტიპის რესტორნებს წარმოადგენს. ტურის მიწურულს კი მონაწილეებისათვის გაიმერთება გამოსამშვიდობებელი ვახშამი. მენიუში წარმოდგენილი იქნება ქართული მრავალფეროვანი ტრადიციული კერძების ნაირსახეობა.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება:  "სამდღიანი ტური თბილისში, მცხეთასა და კახეთში"
ტურის ხანგრძლივობა:  2 ღამე და 3 დღე
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
 მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
 მოსახერხებელი ფეხსაცმელი, მოსახერხებელი შარვალი,  წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისაგან თავდაცვის საშუალებები. (მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
 3 -  დან 45 მონაწილის ჩათვლით.
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურეობა; (კომფორტაბელური ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი; (მუზეუმისა და თეატრის ბილეთები)
• სამჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები;
• კვალიფიცირებული ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიცირებული ტურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• განთავსება:
  1 ღამე დედაქალაქ თბილისში არსებულ სასტუმროში;*** (3) (ორადგილიანი ნომერი)
  1 ღამე „ლოპოტას ტბა“–სთან არსებულ დასასვენებელი კომპლექსის სასტუმროში;*** (3) (ორადგილიანი ნომერი)
• პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:

• ალკოჰოლური (სპირტიანი) სასმელები;
• ერთადგილიანი ნომერი სასტუმროში.

ტურის
ღირებულება:
(ევრო)

ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................. 0 ევრო;
6-10 მონაწილე ................................................................ 0 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 0 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 0 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 0 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 0 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 0 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 0 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 0 ევრო.