მენიუ
intro
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში

ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში

ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-1
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-2
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-3
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-4
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-5
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-6
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-7
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-8
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-9
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-10
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-11
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-12

ტურის ხანგრძლივობაა I ღამე და 2 დღე. იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს მცხეთა მთიანეთის რეგიონს, კონკრეტულად კი ქალაქ სტეფანწმინდას. (ყოფილი ყაზბეგი) ტურის ფარგლებში ჩვენ ვეწვევით და მოვინახულებთ ისეთ მნოშვნელოვან ღირშესანიშნაობებს როგორებიცაა: გერგეთის სამების ეკლესია, გერმანელი ტყვეების საფლავები და მონუმენტი ჯვრის უღელტეხილზე, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ “გეორგიევსკის ტრაქტატს”.  ტურის მიწურულს კი ვეწვევით ქალაქ მცხეთაში არსებულ უმნიშვნელოვანეს საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველს. ტურის საფასურში გათვალისწინებულია ორჯერადი კვება. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ტურის პროგრამა:
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-1
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-2
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-3
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-4
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-5
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-6

           დღე 1. (თბილისი - მცხეთა - ანანური - გუდაური - სტეფანწმინდა)

  • დილის საათებში გავემგზავრებით ქალაქ სტეფანწმინდის მიმართულებით;
  • ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ ვეწვევით ქალაქ მცხეთაში არსებულ ჯვრის მონასტერს და მოკლედ მიმოვიხილავთ მას;
  • ჯვრის მონასტრის დათვალიერების შემდეგ გზას განვაგრძობთ ქალაქ სტეფანწმინდის მიმართულებით;
  • დაახლოვებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ შევჩერდებით ანანურის სატაძრო კომპლექსთან და გავაკეთებთ მცირე პაუზას. კომპლექსის დათვალიერების შემდეგ კი განვაგრძობთ გზას ქალაქ სტეფანწმინდის მიმართულებით;
  • დაახლოვებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ კურორტ გუდაურის მისადგომებთან გავაკეთებთ პაუზას, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედი სტეფანწმინდის რაიონსა და მის მთიან მასივებზე;
  • სადილი კურორტ გუდაურში არსებულ რესტორანში;
  • შემდეგ პაუზას გავაკეთებთ მონუმენტთან, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ ”გეორგიევსკის ტრაქტატს”;
  • მონუმენტის დათვალიერების შემდეგ გზას განვაგრძობთ ქალაქ სტეფანწმინდამდე (გზაში გავაკეთებთ მოკლე პაუზას ვულკანურ წყაროსთან)
  • ჩასვლა ქალაქ სტეფანწმინდაში, განთავსება საოჯახო სასტუმროში;
  • მცირე დასვენების შემდეგ ფეხით გავისეირნებთ ქალაქ სტეფანწმინდაში;
  • დაბრუნება საოჯახო სასტუმროში / ვახშამი;


  • საჭირო აღჭურვილობა: მოსახერხებელი ფეხსაცმელი; წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისგან დაცვის საშუალებები; (მზის სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • სიარულის ხანგრძლივობა: 1-2 საათი;
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 3-4 საათი.
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-7
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-8
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-9
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-10
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-11
ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში-12

           დღე 2. (სტეფანწმინდა - გერგეთი - მცხეთა - თბილისი)

  • საუზმე საოჯახო სასტუმროში;
  • საუზმის შემდეგ ფეხით გავემართებით გერგეთის სამების მიმართულებით და დავათვალიერებთ ტაძარს;
  • ტაძრის დათვალიერების შემდეგ შევიკრიბებით მიკროავტობუსთან და გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით;
  • დაახლოვებით 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ გავაკეთებთ პაუზას ქალაქ მცხეთაში, სადაც ვისადილებთ რესტორანში;
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ დათვალიერებთ საკათედრო ტაძარ სვეტიცხოველსა და მასთან არსებულ სამონასტრო კომპლექსს, ვეწვევით ასევე მცხეთის ახლადრესტავრირებულ ქუჩებს;
  • დაბრუნება დედაქალაქ თბილისში.


  • საჭირო აღჭურვილობა: მოსახერხებელი ფეხსაცმელი; წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისგან დაცვის საშუალებები; (მზის სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • სიარულის ხანგრძლივობა: 4-5 საათი;
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 3-4 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით საშუალო კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური ასევე შეიცავს მცირე საფეხმავლო ლაშქრობას გერგეთის სამების ეკლესიის გზაზე, რასაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები არ სჭირდება. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

განთავსება: ტურის მონაწილეები ღამეს გაათევენ სტეფანწმინდაში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროში. საოჯახო ტიპის სასტუმრო წარმოადგენს საშუალო ზომის საცხოვრებელ კომპლექსს საკმარისი რაოდენობის სუფთა, მყუდრი ოთახებითა და კომფორტაბელური სველი წერტილებით. საოჯახო სასტუმროებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის რომ ტურისტმა სრულფასოვნად მოახერხოს დასვენება და ღამის გათევა. საოჯახო სასტუმროში ტურისტებისათვის გათვალისწინებულია ორადგილიანი ოთახები (თითო ოთახში 2 დამსვენებელი). ერთადგილიანი ოთახის შესაკვეთად ტურისტი ვალდებულია დაგვიკავშირდეს წინასწარ და გაგვაფრთხილოს ერთადგილიანი ნომრის შეკვეთის შესახებ, რაც ტურის საფასურს კონკრეტული ტურისტისათვის მცირეოდენად გაზრდის.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ორჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები. (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი) პირველ დღეს ტურისტები ისადილებენ კურორტ გუდაურში არსებულ რესტორანში, ხოლო ივახშმებენ სტეფანწმინდაში არსებულ საოჯახო სასტუმროში. მეორე დღეს ტურისტები ისაუზმებენ საოჯახო სასტუმროში, ხოლო ივახშმებენ ქალაქ მცხეთაში არსებულ ქართულ რესტორანში, ვახშამზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: „ორდღიანი ტური მცხეთა მთიანეთის რეგიონში“
ტურის ხანგრძლივობა: 1 ღამე და 2 დღე
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მაისიდან ნოემბრამდე
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ჯოხები, მოსახერხებელი შარვალი,  ყალგაუმტარი ქურთუკი, მზისაგან თავდაცვის საშუალებები. (მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი) მცირე ზომის  პლასტიკატის ჭურჭელი წყლისათვის.
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 - დან 45 მონაწილის ჩათვლით.
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტული ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი;
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ–კორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• ორჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები;
• განთავსება: 1 ღამე საოჯახო სასტუმროში; (ორადგილიანი ოთახი)
• პირველადი სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:

• ალკოჰოლური სასმელები;
• ერთადგილიანი ოთახი საოჯახო სასტუმროში.

ტურის
ღირებულება:
(ევრო)

ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................. 267 ევრო;
6-10 მონაწილე ................................................................ 209 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 186 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 171 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 163 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 154 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 147 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 140 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 136 ევრო.