მენიუ
intro
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში

ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში

ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-1
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-2
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-3
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-4
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-5
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-6

ტურის ხანგრძლივობაა 11-12 საათი. ტური განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად იგი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, კონკრეტულად კი კახეთის რეგიონს. ტურის პროგრამის თანახმად ჩვენ ვეწვევით და დავათვალიერებთ ლაგოდეხის ნაკრძალს, რომელიც ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზეებით, მრავალფეროვანი ეკო სისტემებითა და იშვიათი ჯიშის ტყის მასივებით. ტურის ფარგლებში ჩვენ მოვაწყობთ ასევე პიკ-ნიკს ნაკრძალის ტერიტორიაზე. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიურად დასვენებისათვის.

ტურის პროგრამა:
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-1
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-2
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-3
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-4
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-5
ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში-6
  • დილის საათებში გავემგზავრებით ლაგოდეხის მიმართულებით;
  • დაახლოვებით სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავალთ ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • ნაკრძალში ჩასვლისა და მცირე დასვენების შემდეგ მოვემზადებით ტურის დაწყებისათვის;
  • ტურის დასაწყისში ვეწვევით ნაკრძალთან არსებულ საგამოფენო დარბაზს სადაც ჩვენთვის მოეწყობა მცირე პრეზენტაცია ნაკრძალის შესახებ;
  • პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დავიწყებთ ტურს, რომელიც სტარტს აიღებს „გურგენიანი“- ს საგამოფენო ცენტრიდან. დასაწყისისათვის ჩვენ გავემართებით საცალფეხო ბილიკის კვალდაკვალ; (მდინარე „ნინოს ხევის“ პარალელურად)
  • პიკ-ნიკი ნაკრძალის ტერიტორიაზე;
  • ლაშქრობის მიმდინარეობისას ჩვენ შევხვდებით შემდეგი უნიკალური ჯიშის მცენარეებს: „თეთრყვავილა“, „იულიუს ფურისულა“, „ლაფანი“ „ქართული წაბლი“, „დიდი ქართული მუხა“. ჩვენ ასევე მოვინახულებთ ულამაზეს ჩანჩქერს საქართველოში არსებულ ჩანჩქერებს შორის, რომლის წყალვარდნის მაშტაბი 40 მეტრს აღემატება; (ჩვენს მიერ არჩეული მარშრუტი ასევე მდიდარია ისეთი გარეული ცხოველებით როგორებიცაა: შველი, ირემი, არაერთი ლამაზი ფრინველი და არწივი)
  • საფეხმავლო ლაშქრობის დასრულებისთანავე დავბრუნდებით სატრანსპორტო საშუალებაში და გამოვემგზავრებით დედაქალაქ თბილისში.


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, წყლის მცირე ზომის ჭურჭელი, მზისგან თავდაცვის საშუალებები (მზის სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 4 - 5 საათი.;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 6 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”, „ეკო ტურები“.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით საშუალო კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს საფეხმავლო ლაშქრობებას ნაკრძალის ტერიტორიაზე. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და საფეხმავლო მარშრუტია დაგეგმილი.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური სატრანსპორტო საშუალებები. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი). ტურის მონაწილეები ისადილებენ ლაგოდეხის ნაკრძალში. სადილს ექნება პიკ-ნიკის სახე. (პიკ-ნიკის მენიუ მრავალფეროვანი და მდიდარია, მენიუში გათვალისწინებულია როგორც ხორციანი ასევე ვეგეტარიანულ საკვები)

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: "ერთდღიანი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში"
ტურის ხანგრძლივობა: 11-12 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, მოსახერხებელი შარვალი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისაგან თავდაცვის საშუალებები, (მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი) წყლისათვის განკუთვნილი მცირე ზომის პლასტიკატის ჭურჭელი.
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 – დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტაბელური ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი; (სამუზეუმე გადასახადები)
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• პიკ-ნიკი ნაკრძალის ტერიტორიაზე;
• პირველადი სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:
• ალკოჰოლური სასმელები.
ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................ 136 ევრო;
6-10 მონაწილე ............................................................... 93 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 76 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 69 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 64 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 59 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 54 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 51 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 49 ევრო.