მენიუ
intro
ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში

ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში

ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში-1
ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში-2
ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში-3
ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში-4

ტურის ხანგრძლივობაა 10 -11 საათი.  იგი განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონს, კონკრეტულად კი უნიკალურ და არქეოლოგიურად უმვიშვნელოვანეს ქალაქ დმანისს, სადაც 1999 და 2001 წელს შედეგად ნაპოვნი იქნა ევროპაში პირველი ადამიანის თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. ტურის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ბოლნისის სიონის დათვალიერება, რომელიც მიეკუთვნება V საუკუნეს და წარმოადგენს ქართული უროთმოძღვერების მნიშვნელოვან ძეგლს. ტურის ფარგლებში ჩვენ ასევე ვისადილებთ ქალაქ დმანისში არსებულ რესტორანში. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ტურის პროგრამა:
ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში-1
ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში-2
ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში-3
ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში-4
  • დილის საათებში გავემგზავრებით ქალაქ დმანისის მიმართულებით; (1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ევროპაში პირველი ადამიანის თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება)
  • რამოდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავალთ ქალაქ დმანისში და ვეწვევით დმანისის ღია მუზეუმს;
  • მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვისადილებთ ქალაქ დმანისში არსებულ რესტორანში;
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ გავემგზავრებით ბოლნისის მიმართულებით;
  • ბოლნისის სიონის დათვალიერება; (ბოლნისის სიონი: უძველესი ქრისტიანული ტაძარი, V საუკუნე)
  • ტაძრის მონახულების შემდეგ კი დავბრუნდებით დედაქალაქ თბილისში.


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისაგან თავდაცვის საშუალებები: (მზის სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 2 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 3-4 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური არ შეიცავს არც ერთ საფეხმავლო ლაშქრობას, რასაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები შეიძლება სჭირდებოდეს. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური სატრანსპორტო საშუალებები. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი). ტურისტები ისადილებენ ქალაქ დმანისში არსებულ მცირე რესტორანში, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: „ერთდღიანი ტური დმანისსა და ბოლნისში“
ტურის ხანგრძლივობა: 10-11 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, მოსახერხებელი შარვალი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისაგან თავდაცვის საშუალებები.  (მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 - დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტაბელური ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი; (სამუზეუმე გადასახადები)
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი რესტორანში;
• პირველადი სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:
• ალკოჰოლური სასმელები.
ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................ 126 ევრო;
6-10 მონაწილე ............................................................... 89 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 73 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 66 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 62 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 57 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 53 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 51 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 49 ევრო.