მენიუ
intro
ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში

ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში

ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში-1
ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში-2
ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში-3
ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში-4

ტურის ხანგრძლივობაა 6-7 საათი. ტური განეკუთვნება კატეგორიას “მოკლე ტურები და ექსკურსიები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს კახეთის რეგიონში არსებულ დავით გარეჯის უნიკალურ მონასტერს, რომელიც აგებულია ერთ-ერთი ასურელი მამის მიერ და რომელსაც არაერთი საინტერესო ისტორიული მოვლენა უკავშიდება. ტურის ფარგლებში ჩვენ ასევე ვისადილებთ პროვინციული სტილის კახურ რესტორანში და დავაგემოვნებთ ტრადიციულ კახურ კერძებს. ტური იდეალურია აქტიურად დასვენებისა და განტვირთვისათვის.

ტურის პროგრამა:
ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში-1
ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში-2
ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში-3
ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში-4
  • დილის საათებში გავემგზავრებით დავით-გარეჯის მონასტრის მიმართულებით; (მონასტერი აგებულია ერთ-ერთი ასურელი მამის მიერ VI საუკუნეში)
  • დაახლოვებით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ ვეწვევით მონასტერს და დეტალურად დავათვალიერებთ მას; (მონასტერი გამოირჩევა თავისი ისტორიული მნიშვნელობითა და საინტერესო არქიტექტურით)
  • მონასტრის დათვალიერების შემდეგ ჩავსხდებით სატრანსპორტო საშუალებაში და გავემგზავრებით რესტორნის მიმართულებით;
  • სადილი რესტორანში;
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ დავბრუნდებით დედაქალაქ თბილისიში.


  • საჭირო აღჭურვილობა: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მცირე ზომის პლასტიკატის ჭურჭელი წყლისათვის, მზისგან დაცვის საშუალებები; (მზის სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • სიარულის ხანგრძლივობა: 2-3 საათი;
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 2-3 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “მოკლე ტურები და ექსკურსიები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით საშუალო კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებსა და მცირე საფეხმავლო ლაშქრობას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში. ლაშქრობა იოლი ტიპისაა და მას განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები არ სჭირდება.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლიკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები. (ლიმონათი და მინერალური წყალი) ტურისტები ისადილებენ კახური პროვინციული სტილის რესტორანში სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული კერძები.

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: „ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში“
ტურის ხანგრძლივობა: 6-7 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, მოსახერხებელი შარვალი, წყალგაუმტარი ქურთუკი, მზისაგან თავდაცვის საშუალებები. (მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი) მცირე ზომის  პლასტიკატის ჭურჭელი წყლისათვის
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 – დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტული ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი; (სამუზეუმე გადასახადები)
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ–კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი რესტორანში;
• პირველადი სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:
• ალკოჰოლური სასმელები;
ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................ 131 ევრო;
6-10 მონაწილე ............................................................... 91 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 82 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 76 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 69 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 65 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 59 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 55 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 51 ევრო.