მენიუ
intro
სრულდღიანი ტური ბათუმში

სრულდღიანი ტური ბათუმში

სრულდღიანი ტური ბათუმში-1
სრულდღიანი ტური ბათუმში-2
სრულდღიანი ტური ბათუმში-3
სრულდღიანი ტური ბათუმში-4

ტურის ხანგრძლივობაა 6-7 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას „მოკლე ტურები და ექსკურსიები“. გეოგრაფიულად ტური მოიცავს აჭარის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს - ქალაქ ბათუმს. ტურის პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც ქალაქის ზღვისპირა ნაწილის, ისე ძეგლებისა და ტაძრების დათვალიერება. ტურის პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია ქალაქის ცნობილი ბოტანიკური ბაღის მონახულება. ტური იდეალურია უცხოელი სტუმრებისათვის უმოკლესი დროის მონაკვეთში ქალაქ ბათუმის გასაცნობად და მისი ძირითადი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

ტურის პროგრამა:
სრულდღიანი ტური ბათუმში-1
სრულდღიანი ტური ბათუმში-2
სრულდღიანი ტური ბათუმში-3
სრულდღიანი ტური ბათუმში-4
  • დილის საათებში დავიწყებთ ექსკურსიას ქალაქ ბათუმში;
  • თავდაპირველად ვეწვევით ბოტანიკურ ბაღს (ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ეკო-სისტემებითა და უნიკალური ჯიშის მცენარეებით);
  • ბოტანიკური ბაღის მონახულების შემდეგ გეზს ავიღებთ ცენტრალური მუზეუმისასენ და დავათვალიერებთ მას;
  • კათედრალის ტაძრის მიმოხილვა;
  • სადილი რესტორანში;
  • სადილისა და მცირე დასვენების შემდეგ ვესტუმრებით პიაცას მოედანს, ევროპის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას;
  • ქალაქის ცენტრალური თეატრის შენობის დათვალიერება;
  • თეატრის მონახულების შემდეგ გადავინაცვლებთ ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე და გავისეირნებთ ზღვისპირა სანაპირო ზოლის გასწვრივ;
  • იუსტიციის სახლის, სიყვარული კოშკისა და მოცეკვავე შადრევნების მონახულება;
  • ტურის მიწურულს კი დავათვალიერებთ ქალაქ ბათუმის ახალ ბულვარს.


  • საჭირო ეკიპირება: მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი;
  • ფეხით სიარულის ხანგრძლივობა: 2-3 საათი;
  • მგზავრობის ხანგრძლივობა: 1 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: „მოკლე ტურები და ექსკურსიები“.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით იოლ კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიების კომპონენტებს, ტური არ შეიცავს არცერთ საფეხმავლო ლაშქრობას, ამდენად ტურში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანმა. ტურის პროგრამის თანახმად ტურისტებისათვის არაერთი საინტერესო ექსკურსია და ისტორიული ძეგლის მონახულებაა გათვალისწინებული.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს მოემსახურება კომფორტაბელური სატრანსპორტო საშუალება. სატრანსპორტო საშუალებას მოემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები. (ლიმონათი და მინერალური წყალი) ტურისტები ისადილებენ ქალაქ ბათუმში არსებულ რესტორანში. სადილზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ქართული კერძები. (მენიუ შეიცავს როგორც ხორციან ისე ვეგეტარიანულ რეკძებს)

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: "სრულდღიანი ტური ბათუმში"
ტურის ხანგრძლივობა: 6-7 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
მთელი წლის განვმავლობაში
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 – დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტული ტრანსპორტი)
• ტურის პროგრამით დაგეგმილი ყველა ტრანსფერი;
• კვალიფიცური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიცური ტურ–კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• სადილი რესტორანში;
• პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:
• ალკოჰოლური სასმელები.
ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................ 95 ევრო;
6-10 მონაწილე ............................................................... 84 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 79 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 72 ევრო;
21-25 მონაწილე............................................................... 66 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 57 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 51 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 45 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 42 ევრო.