მენიუ
intro
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში

ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში

ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-1
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-2
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-3
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-4
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-5
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-6
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-7
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-8

ტურის ხანგრძლივობაა 1 ღამე და 2 დღე. იგი განეკუთვნება კატეგორიას “ზამთრის ტურები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოში ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს. ტურის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეწვიონ კურორტს, ისრიალონ თხილამურებზე, დატკბნენ ალპური ბუნების ზამთრის განუმეორებელი პეიზაჟებით, ღამე გაათენონ საოჯახო ტიპის კომფორტაბელურ სასტუმროში, მეორე დღეს კი კვლავ ისიამოვნონ თხილამურებზე სრიალით და საღამო ხანს დაბრუნდნენ დედაქალაქ თბილისში. ტურის საფასურში გათვალისწინებულია ორჯერადი კვება. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიურად დასვენებისათვის.

ტურის პროგრამა:
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-1
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-2
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-3
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-4

           დღე 1. (თბილისი - ანანური - გუდაური)

  • დილის საათებში გავემგზავრებით კურორტ გუდაურის მიმართულებით;
  • ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ შევჩერდებით ანანურის სატაძრო კომპლექსთან და დავათვალიერებთ მას;
  • კომპლექსის მონახულების შემდეგ კი განვაგრძობთ გზას კურორტ გუდაურის მიმართულებით;
  • ზამთრის თვალწარმტაცი პეიზაჟების გავლით ჩავალთ კურორტ გუდაურში და გავალთ სათხილამურო ტრასებზე, რომლებიც ჩვენთვის საღამომდეა ხელმისაწვდომი;
  • საბაგირო გზების მუშაობის დასრულებისათანავე ვბრუნდებით სასტუმროში, სადაც ვივახშმებთ და გავათევთ ღამეს.


  • საჭირო აღჭურვილობა: ზამთრის ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, თხილამურბზე სრიალისათვის საჭირო აღჭურვილობა, წყალგაუმტარიარვალი და ხელთათმანები, მზისგან თავდაცვის საშუალებები; (მუქი სათვალე, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 2-3 საათი.
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-5
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-6
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-7
ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-8

           დღე 2.  (გუდაური - მცხეთა - თბილისი)

  • საუზმე სასტუმროში;
  • საუზმის შემდეგ გავდივართ სათხილამურო ტრასებზე, რომლებიც ჩვენთვის საღამომდეა ხელმისაწვდომი;
  • საბაგირო გზების მუშაობის დასრულებისათანავე შევიკრიბებით ჩვენს სატრანსპორტო საშუალებასთან და დავტოვებთ კურორტ გუდაურის ტერიტორიას;
  • დაახლოვებით 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ გავაკეთებთ პაუზას ქალაქ მცხეთაში, სადაც ვივახშმებთ ქართულ რესტორანში;
  • ვახშმის შემდეგ კი დავბრუნდებით დედაქალაქ თბილისში.


  • საჭირო აღჭურვილობა: ზამთრის ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, თხილამურებზე სრიალისათვის საჭირო აღჭურვილობა, წყალგაუმტარი შარვალი და ხელთათმანები, მზისგან თავდაცვის საშუალებები; (მუქი სათვალე, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 2-3 საათი.
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: "ზამთრის ტურები".

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით საშუალო კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს მცირე კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიას ანანურის სატაძრო კომპლექსში, ხოლო ტურის ძირითადი ნაწილი სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურს ეთმობა, სადაც ტურის მონაწილეები თხიმამურებზე სრიალითა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით დაკავდებიან. ტურის მონაწილებს სასურველია შეეძლოთ თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალი.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურის მონაწილეებს დედაქალაქ თბილისიდან კურორტ გუდაურამდე და კურორტ გუდაურიდან დედაქალაქ თბილისამდე მოემსახურება კომფორტაბელური მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებას მოემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

განთავსება: ტურის მონაწილეები ღამეს გაათევენ კურორტ გუდაურში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ტურისტმა სრულფასოვნად მოახერხოს დასვენება და ღამის გათევა. ნომრები კომფორტულია, ისინი აღჭურვილია გათბობის სისტემებითა და მოხერხებული ავეჯით. სასტუმრო ასევე აღჭურვილია კომფორტაბელური და მაღალი სტანდარტის სველი წერტილებით. სასტუმროში ტურისტებისათვის გათვალისწინებულია ორადგილიანი ნომრები (თითო ნომერში 2 ტურისტი). ერთადგილიანი ნომრის შესაკვეთად ტურისტი ვალდებულია დაგვიკავშირდეს წინასწარ და გაგვაფრთხილოს ერთადგილიანი ნომრის შეკვეთის შესახებ, რაც ტურის საფასურს კონკრეტული ტურისტისათვის მცირეოდენად გაზრდის.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ორჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი). სადილს და ვახშამს პირველ დღეს ტურისტები გამართავენ გუდაურში არსებულ სასტუმროში. მეორე დღეს ტურისტები ისაუზმებენ ასევე სასტუმროში, ხოლო ვახშამი გაიმართება დედაქალაქში დაბრუნებისას, ქალაქ მცხეთაში არსებულ ტრადიციულ ქართულ რესტორანში. (ვახშამზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ქართული კერძები)

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: „ორდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში“
ტურის ხანგრძლივობა: 1 ღამე და 2 დღე
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
დეკემბრიდან აპრილის შუა რიცხვების ჩათვლით
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
თხილამურებზე სრიალისათვის საჭირო ეკიპირება, ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმელები, თბილი ტანსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, თოვლის ხელთათმანები, თბილი ქუდი, მზის დამწვრობისაგან დამცავი საშუალებები. (მუქი სათვალე, მზის მაზი)
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3 – დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:

• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტული ტრანსპორტი)
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• ორჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები;
• 1 ღამე გუდაურის საოჯახო ტიპის სასტუმროში***; (ორადგილიანი ნომერი)
• პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება.

ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:

• თხილამურებზე სრიალისათვის საჭირო აღჭურვილობა; (მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია აღჭურვილობის წინასწარ დაკვეთა)
• საბაგირო გზების საფასური;
• ალკოჰოლური სასმელები;
• ერთადგილიანი ნომერი სასტუმროში.

ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................ 229 ევრო;
6-10 მონაწილე ............................................................... 195 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 182 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 178 ევრო;
21-25 მონაწილე .............................................................. 170 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 162 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 156 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 151 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 145 ევრო.