მენიუ
intro
ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში

ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში

ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-1
ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-2
ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-3
ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-4

ტურის ხანგრძლივობაა 11-12 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “ზამთრის ტურები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოში ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს. ტურის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეწვიონ კურორტ გუდაურს, ისრიალონ თხილამურებით, დატკბნენ ალპური ბუნების ზამთრის განუმეორებელი პეიზაჟებით და იმავე დღეს დაბრუნდნენ დედაქალაქ თბილისში. ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიურად დასვენებისათვის.

ტურის პროგრამა:
ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-1
ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-2
ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-3
ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში-4
  • დილის საათებში გავემგზავრებით კურორტ გუდაურის მიმართულებით;
  • ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ შევჩერდებით ანანურის სატაძრო კომპლექსთან და დავათვალიერებთ მას;
  • კომპლექსის მონახულების შემდეგ კი განვაგრძობთ გზას კურორტ გუდაურის მიმართულებით;
  • ზამთრის თვალწარმტაცი პეიზაჟების გავლით ჩავალთ კურორტ გუდაურში და გავალთ სათხილამურო ტრასებზე, რომლებიც ჩვენთვის საღამომდეა ხელმისაწვდომი;
  • საბაგირო გზების მუშაობის დასრულებისთანავე შევიკრიბებით ჩვენს სატრანსპორტო საშუალებასთან და დავტოვებთ კურორტ გუდაურის ტერიტორიას;
  • დაახლოვებით 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ გავაკეთებთ პაუზას ქალაქ მცხეთაში, სადაც ვივახშმებთ ქართულ რესტორანში;
  • ვახშმის შემდეგ კი დავბრუნდებით დედაქალაქ თბილისში.


  • საჭირო აღჭურვილობა: ზამთრის ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი,თხილამურებზე სრიალისათვის საჭირო აღჭურვილობა, წყალგაუმტარი შარვალი და ხელთათმანები, მზისგან თავდაცვის საშუალებები; (მუქი სათვალე, მზის დამწვრობისაგან დამცავი მაზი)
  • ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 3-4 საათი
ტურის დამატებითი ინფორმაცია:

ტურის ლოგისტიკა და დამატებითი ინფორმაცია:

ტურის კატეგორია: “ზამთრის ტურები”.

ძირითადი ინფორმაცია: ტური თავისი სირთულითა და მონაცემებით საშუალო კატეგორიას განეკუთვნება, იგი შეიცავს მცირე კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსიას ანანურის სატაძრო კომპლექსში, ხოლო ტურის ძირითადი ნაწილი სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურს ეთმობა, სადაც ტურის მონაწილეები თხიმამურებზე სრიალითა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით დაკავდება. ტურის მონაწილებს სასურველია შეეძლოთ თხილამურებზე ან სნოუბორდით სრიალი.

ტურის მომსახურე პერსონალი: ტურს ემსახურება შემდეგი პერსონალი: ექსკურსიამძღოლი (გიდი) და ტურ-კოორდინატორი: (ტურისტების ჯგუფის კოორდინატორი)
ექსკურსიამძღოლი / გიდი: წარმოადგენს ქართულ, ან რომელიმე უცხოურ ენაზე კარგად მოსაუბრე პერსონას, რომელიც ვალდებულია წინ გაუძღვეს ტურისტს (ტურისტების ჯგუფს) და უამბოს მათ ტურის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კულტურული ღირშესანიშნაობისა თუ სხვა სანახაობის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გიდი ასევე ვალდებულია პასუხი გასცეს ტურისტის მიერ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ტურ-კოორდინატორი: წარმოადგენს პერსონას, რომელიც პასუხისმგებელია ტურის მთლიან ლოგისტიკასა და ორგანიზებულობაზე, ტურის პროგრამის პუნქტუალობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე, იგი ასევე ვალდებულია დაეხმაროს ტურისტებს ზურგჩანთისა თუ სხვა ნივთების ტარებაში.

ტრანსპორტი: ტურს დედაქალაქ თბილისიდან კურორტ გუდაურამდე და კურორტ გუდაურიდან დედაქალაქ თბილისამდე მოემსახურება კომფორტაბელური მიკროავტობუსი. სატრანსპორტო საშუალებას მოემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებებში მუდმივადაა მომარაგებული საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი.

კვების ბლოკი: ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი). ვახშამს ტურისტები გამართავენ თბილისში დაბრუნებისას, ქალაქ მცხეთაში არსებულ ტრადიციულ ქართულ რესტორანში. (ვახშამზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ქართული კერძები)

ტურის სამოგზაურო დეტალები:

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება: "ერთდღიანი სათხილამურო ტური კურორტ გუდაურში"
ტურის ხანგრძლივობა: 11-12 საათი
ტურის გამართვა
რეკომენდირებულია:
დეკემბრიდან აპრილის შუა რიცხვების ჩათვლით
ტურის მონაწილეებისათვის
საჭირო აღჭურვილობა:
თხილამურებზე სრიალისათვის საჭირო ეკიპირება, ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმელები, თბილი ტანსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, თოვლის ხელთათმანები, თბილი ქუდი, მზის დამწვრობისაგან დამცავი საშუალებები. (მუქი სათვალე, მზის მაზი)
ტურის მონაწილეთა
შესაძლებელი რაოდენობა:
3-დან 45 მონაწილის ჩათვლით
ტურის საფასურში
გათვალისწინებულია:
• სრული სატრანსპორტო მომსახურება; (კომფორტული ტრანსპორტი)
• კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი) მთელი ტურის განვმავლობაში;
• კვალიფიციური ტურ-კოორდინატორი მთელი ტურის განვმავლობაში;
• ვახშამი ტრადიციულ ქართულ რესტორანში;
• პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება.
ტურის საფასურში
გათვალისწინებული არ არის:

• თხილამურებზე სრიალისათვის საჭირო აღჭურვილობა; (მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია აღჭურვილობის წინასწარ დაკვეთა)
• საბაგირო გზების საფასური;
• ალკოჰოლური სასმელები.

ტურის
ღირებულება:
(ევრო)
ტურის მონაწილეთა რაოდენობა:                  ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
3-5 მონაწილე ................................................................132 ევრო;
6-10 მონაწილე ............................................................... 91 ევრო;
11-15 მონაწილე .............................................................. 72 ევრო;
16-20 მონაწილე .............................................................. 68 ევრო;
21-25 მონაწილე .............................................................. 62 ევრო;
26-30 მონაწილე .............................................................. 58 ევრო;
31-35 მონაწილე .............................................................. 55 ევრო;
36-40 მონაწილე .............................................................. 52 ევრო;
41-45 მონაწილე .............................................................. 49 ევრო.