მენიუ
intro
სასტუმრო
ტური

რაჭა

რაჭა საქართველოში-1
რაჭა საქართველოში-2
რაჭა საქართველოში-3
რაჭა საქართველოში-4
რაჭა საქართველოში-5
რაჭა საქართველოში-6
რაჭა საქართველოში-7
რაჭა საქართველოში-8
რაჭა საქართველოში-9
რაჭა საქართველოში-10
რაჭა საქართველოში-11
რაჭა საქართველოში-12
რაჭა საქართველოში-13
რაჭა საქართველოში-14
რაჭა საქართველოში-15
რაჭა საქართველოში-16
რაჭა საქართველოში-17
რაჭა საქართველოში-18
რაჭა საქართველოში-19
რაჭა საქართველოში-20
რაჭა საქართველოში-21
რაჭა საქართველოში-22
რაჭა საქართველოში-23
რაჭა საქართველოში-24
რაჭა საქართველოში-25
რაჭა საქართველოში-26
რაჭა საქართველოში-27
რაჭა საქართველოში-28
რაჭა საქართველოში-29
რაჭა საქართველოში-30
რაჭა საქართველოში-31
რაჭა საქართველოში-32
რაჭა საქართველოში-33
რაჭა საქართველოში-34
რაჭა საქართველოში-35
რაჭა საქართველოში-36
რაჭა საქართველოში-37
რაჭა საქართველოში-38
რაჭა საქართველოში-39
რაჭა საქართველოში-40
რაჭა საქართველოში-41
რაჭა საქართველოში-42
რაჭა საქართველოში-43
რაჭა საქართველოში-44
რაჭა საქართველოში-45
რაჭა საქართველოში-46
რაჭა საქართველოში-47
რაჭა საქართველოში-48
რაჭა საქართველოში-49
რაჭა საქართველოში-50
რაჭა საქართველოში-51
რაჭა საქართველოში-52
რაჭა საქართველოში-53
რაჭა საქართველოში-54
რაჭა საქართველოში-55
რაჭა საქართველოში-56
რაჭა საქართველოში-57
რაჭა საქართველოში-58
რაჭა საქართველოში-59
რაჭა საქართველოში-60
რაჭა საქართველოში-61
რაჭა საქართველოში-62
რაჭა საქართველოში-63
რაჭა საქართველოში-64
რაჭა საქართველოში-65
რაჭა საქართველოში-66
რაჭა საქართველოში-67
რაჭა საქართველოში-68
რაჭა საქართველოში-69
რაჭა საქართველოში-70
რაჭა საქართველოში-71
რაჭა საქართველოში-72
რაჭა საქართველოში-73
რაჭა საქართველოში-74
რაჭა საქართველოში-75
რაჭა საქართველოში-76
რაჭა საქართველოში-77
რაჭა საქართველოში-78
რაჭა საქართველოში-79
რაჭა საქართველოში-80
რაჭა საქართველოში-81
რაჭა საქართველოში-82
რაჭა საქართველოში-83
რაჭა საქართველოში-84
რაჭა საქართველოში-85
რაჭა საქართველოში-86
რაჭა საქართველოში-87
რაჭა საქართველოში-88
რაჭა საქართველოში-89
რაჭა საქართველოში-90
რაჭა საქართველოში-91
რაჭა საქართველოში-92
რაჭა საქართველოში-93
რაჭა საქართველოში-94
რაჭა საქართველოში-95
რაჭა საქართველოში-96

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის ნაწილობრივ ტერიტორიებს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ოთხი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება: ამბროლაურის რაიონი, ლენტეხის რაიონი, ონის რაიონი და ცაგერის რაიონი. რაჭას ჩრდილოეთით სვანეთი და კავკასიონის მთავარი ქედი, აღმოსავლეთით სამაჩაბლო, სამხრეთით იმერეთი, ჩრდილო-დასავლეთით კი ლეჩხუმის ქედი ესაზღვრება. ლეჩხუმს ჩრდილოეთით ქვემო სვანეთი, დასავლეთით სამეგრელო, სამხრეთით იმერეთი ესაზღვრება. ქვემო სვანეთი ცხენისწყლის ზემო დინებას მოიცავს. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი) სამხრეთიდან-ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან-რაჭა, ხოლო დასავლეთიდან სამეგრელო და ზემო სვანეთი ესაზღვრება.

კლიმატი:

რაჭაში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. რაჭის ყველაზე მაღალ ადგილებში (2000 მეტრის ზემოთ) ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა. ლეჩხუმში ჰავა სიმაღლის მიხედვით იცვლება: ზღვის ნოტიო სუბტროპიკულს ცვლის ზომიერად ნოტიო და მაღალმთის ჰავა, რომელსაც მუდმივი თოვლი და მყინვარები განაპირობებს. ქვემო სვანეთიც უქარო, ზომიერად ნესტიანი ჰავითა და ყინვებით ხასითდება. ნალექიანობასა და ტემპერატურაზე გავლენას ახდენს ზღვის დონიდან არსებული მაღალი სიმაღლე.

კულტურა და ტრადიცია:

რაჭა-ლეჩხუმის მაღალ განვითარებულ კულტურაზე ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები და ყოფა-ცხოვრების დახვეწილი წესები მიუთითებენ. რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა შრომისმოყვარეობით, ვაზისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და სიმღერის ნიჭით გამოირჩევა. აქ ცოცხალია მევენახეობა-მეღვინეობის ისეთივე არქაული წესები, როგორსაც ძველი ბერძნული და რომაული თხზულებები აღწერენ: რთველის სამზადისი, ყურძნის კრეფისა და დაწურვის წესები, ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ხელოვნება. დღესაც არსებობს ღვინის მარნები, საწნახელები, მრავალნაირი საღვინე ჭურჭელი და ხელსაწყოები. აქ ვაზის 60-მდე ადგილობრივი ჯიში გამოუყვანიათ. ყველაზე განთქმული ხვანჭკარის ღვინოა, რომლის ყურძენიც მხოლოდ სოფელ ხვანჭკარის ნაყოფიერ მიწებზე იზრდება. მხოლოდ ხვანჭკარაში დაწურულ ღვინოს აქვს ხვანჭკარისათვის დამახასიათებელი არომატი და გემო. XIX ს-ში რაჭაში ჩამოსხმული ღვინოები ევროპის ცნობილ გამოფენებზე გაჰქონდათ. მაშინდელი ჯილდოები ახლაც ინახება არქივებსა და მუზეუმებში. რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობამ მევენახეობა, მეფუტკრეობა, რძის პროდუქტების წარმოება, მესაქონლეობა და მებაღეობა განავითარა. ძველად მარცვლოვანი კულტურები და აბრეშუმის ჭია გამოჰყავდათ. მაღალმთიან რაჭაში აგებდნენ სვანური კოშკების მსგავს დუროიან ანუ სათოფურიან სახლებს, რომლებიც როგორც საცხოვრებლად, ასევე თავდასაცავად გამოიყენებოდა. რაჭველები და ლეჩხუმლები კარგი მეთევზეები, მონადირეები და ხეზე ჭრის უბადლო ოსტატები იყვნენ. ზამთრის პერიოდში სპილენძის ჭურჭელს, სამჭედლო ნივთებს და ხის ავეჯს ამზადებდნენ. საკვარცხული - ოჯახის უფროსის სავარძელი იყო. ეთნოგრაფიულ ყოფაში დღემდე შემოინახა მრავალხმიანი სიმღერები და საგალობლები, ხალხური რიტუალები და წეს-ჩვეულებები.

სამზარეულო:

რაჭველები, ლეჩხუმლები და სვანები საოცრად სტუმარმოყვარე ხალხია. მხოლოდ მათთვის დამახასითებელი სიდინჯით, მასპინძლები სუფრას აწყობენ და სტუმრებს უამბობენ თავიანთი კუთხის ამბებსა და ლეგენდებს. სტუმრებს უგემრიელესი კერძებითა და სახლში დაწურული შესანიშნავი ღვინით უმასპინძლდებიან. რაჭა-ლეჩხუმში განსაკუთრებული კერძები და საკვებია: ლობიო, ლორი, ლობიანი (ლობიოს გულიანი პური), ხაჭაპური, საცივი, ღომი, მჭადი, ყველი, მაწონი, პური, მწვანილეული, ფხალი, თევზი, ფრინველის, საქონლისა და ღორის ხორცის კერძების მრავალსახეობა, ბოსტნეული, თაფლი, ხილი, ჩირი, მურაბა და სხვა. ცნობილი კერძი - “შქმერული”, თავისი წარმოშობით, რაჭის სოფელ შქმერს უკავშირდება. კერძების უმრავლესობა თიხის ჭურჭელში მზადდებოდა და ლამაზად იყო გაფორმებული.

კურორტები:

უწერა: ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთის ჰავის გარდა, მნიშვნელოვანია სამკურნალო-მინერალური წყალი “უწერა”. სწორედ მინერალურ წყლის მეშვეობით გახდა უწერა ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი. სოფელში შემოინახა ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც “სიონად” მოიხსენება, წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია და სოფლის მახლობლად მდებარე ციხისა და სამი ეკლესიის ნანგრევები. უწერას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს არაჩვეულებრივი პეიზაჟები და მარადმწვანე ტყეები. განსაკუთრებით საინტერესოა უწერის რვაასწლიანი ურთხელის ხეების უნიკალური ხეივანი.

შოვი: რაჭის ულამაზესი და მნიშვნელოვანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მთის ჰავა, განუმეორებელი ბუნება და მინერალური წყლები დასვენების საუკეთესო საშუალებაა. დასახლება მამისონის უღელტეხილის ძირას მდებარეობს. გარშემორტყმულია მყინვარებითა და თოვლიანი მწვერვალებით.

ღები: ზღვის დონიდან 1350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში აღმართულია მთავარანგელოზის ეკლესია, აქვე შუა საუკუნეებით დათარიღებული რამდენიმე ძეგლი მდებარეობს. სოფელი და მისი შემოგარენი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რაც არქეოლოგიური გათხრების შედეგებითაც დასტურდება. განსაკუთრებით საინტერესოა ძვ. წ. III-I სს-ის ორმო-სამარხები, სადაც ოქროს სამკაულები, სტილიზებული ცხოველების გამოსახულებიანი ბრინჯაოს ბალთები და ვერცხლის ხარის თავის ქანდაკება აღმოჩნდა. როგორც ჩანს ხარის კულტი ოდესღაც რაჭაშიც არსებობდა. ღებში ნაპოვნია ძვ.წ. XVI-X სს-ის მეტალურგიული კერები და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორა სამარხები, რომელთაც რაჭველები “გოგრიჭიანთ ნატეხებს” უწოდებენ. რაჭაში ღები ერთადერთი კოშკური დასახლება იყო, მაგრამ მიწისძვრებმა კოშკების უმეტესობა დააზიანა და მხოლოდ რამდენიმე კოშკი შემოინახა.

ჭიორა: მაღალმთიანი რაჭის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე 1360 მეტრის სიმარლეზე მდებარეობს. სოფელი ისტორიულ წყაროებში XV საუკუნუიდან მოიხსენიება. შუა საუკუნეებში იგი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული და მრავალი თავდაცვითი ნაგებობაც ჰქონია. დღეს მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი კოშკი და ორი მცირე ზომის ეკლესია შემორჩა. ჭიორა, ღები და ონი ჩრდილო კავკასიის გადასასვლელებთან მდებარეობს. მიუხედავად რთული გეოგრაფიული მდებარეობისა, აქ თავს იყრიდა ჩრდილო კავკასიიდან, ქართლიდან, ქვემო რაჭიდან, იმერეთიდან და სვანეთიდან მომავალი სავაჭრო გზები.

ბარდნალა: ლეჩხუმის ერთი პატარა სოფელია, რომელიც ცნობილი გახადა ქართველების საყვარელი პოეტის, ლადო ასათიანის ლექსებმა. ლადო ასათიანის სახლი ბარდნალაში მდებარეობს და ისეთივე ხიბლი აქვს, როგორც XX ს-ის დასაწყისში. მოჩუქურთმებული აივნები, ხის კიბეები, კრამიტის სახურავები და ლამაზი ეზოები. სახლ-მუზეუმში ლეგენდად-ქცეული პოეტის ნივთები და გამოცემები ინახება. ბარდნალაში ყოველ ზაფხულს ლადო ასათიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული - “ლადოობა” იმართება.

შაორის წყალსაცავი: საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში მდებარეობს. იგი განლაგებულია კავკასიონის დათოვლილი მთებით გარშემორტყმულ ტყიან უბეში. შაორის გარშემო განლაგებულია რაჭის უძველესი სოფლები: ნიკორწმინდა, ჩელიაღელე, თლუღი, ადმინისტრაციული ცენტრი ამბროლაური და სხვა... შაორი გამორჩეულია მდიდარი ფლორითა და ფაუნით, მდინარეებით, ჩანჩქერებით, უღრანი ტყეებით, კასტრული მღვიმეებითა და სამკურნალო წყლებით. შაორი, მისი უნიკალური კლიმატის გამო შესანიშნავი ზაფხულის კურორტია. ზომიერად ცხელი ზაფხული, იდეალურად სუფთა ჰაერი და თავად შაორის ტბა. ზამთრის პერიოდში კი მაღალი მთების ფერდობები შაორს მიმზიდველ ზამთრის კურორტად აქცევს.

რაჭა საქართველოში-1
რაჭა საქართველოში-2
რაჭა საქართველოში-3
რაჭა საქართველოში-4
რაჭა საქართველოში-5
რაჭა საქართველოში-6
რაჭა საქართველოში-7
რაჭა საქართველოში-8
რაჭა საქართველოში-9
რაჭა საქართველოში-10
რაჭა საქართველოში-11
რაჭა საქართველოში-12
რაჭა საქართველოში-13
რაჭა საქართველოში-14
რაჭა საქართველოში-15
რაჭა საქართველოში-16
რაჭა საქართველოში-17
რაჭა საქართველოში-18
რაჭა საქართველოში-19
რაჭა საქართველოში-20
რაჭა საქართველოში-21
რაჭა საქართველოში-22
რაჭა საქართველოში-23
რაჭა საქართველოში-24
რაჭა საქართველოში-25
რაჭა საქართველოში-26
რაჭა საქართველოში-27
რაჭა საქართველოში-28
რაჭა საქართველოში-29
რაჭა საქართველოში-30
რაჭა საქართველოში-31
რაჭა საქართველოში-32
რაჭა საქართველოში-33
რაჭა საქართველოში-34
რაჭა საქართველოში-35
რაჭა საქართველოში-36
რაჭა საქართველოში-37
რაჭა საქართველოში-38
რაჭა საქართველოში-39
რაჭა საქართველოში-40
რაჭა საქართველოში-41
რაჭა საქართველოში-42
რაჭა საქართველოში-43
რაჭა საქართველოში-44
რაჭა საქართველოში-45
რაჭა საქართველოში-46
რაჭა საქართველოში-47
რაჭა საქართველოში-48
რაჭა საქართველოში-49
რაჭა საქართველოში-50
რაჭა საქართველოში-51
რაჭა საქართველოში-52
რაჭა საქართველოში-53
რაჭა საქართველოში-54
რაჭა საქართველოში-55
რაჭა საქართველოში-56
რაჭა საქართველოში-57
რაჭა საქართველოში-58
რაჭა საქართველოში-59
რაჭა საქართველოში-60
რაჭა საქართველოში-61
რაჭა საქართველოში-62
რაჭა საქართველოში-63
რაჭა საქართველოში-64
რაჭა საქართველოში-65
რაჭა საქართველოში-66
რაჭა საქართველოში-67
რაჭა საქართველოში-68
რაჭა საქართველოში-69
რაჭა საქართველოში-70
რაჭა საქართველოში-71
რაჭა საქართველოში-72
რაჭა საქართველოში-73
რაჭა საქართველოში-74
რაჭა საქართველოში-75
რაჭა საქართველოში-76
რაჭა საქართველოში-77
რაჭა საქართველოში-78
რაჭა საქართველოში-79
რაჭა საქართველოში-80
რაჭა საქართველოში-81
რაჭა საქართველოში-82
რაჭა საქართველოში-83
რაჭა საქართველოში-84
რაჭა საქართველოში-85
რაჭა საქართველოში-86
რაჭა საქართველოში-87
რაჭა საქართველოში-88
რაჭა საქართველოში-89
რაჭა საქართველოში-90
რაჭა საქართველოში-91
რაჭა საქართველოში-92
რაჭა საქართველოში-93
რაჭა საქართველოში-94
რაჭა საქართველოში-95
რაჭა საქართველოში-96