სასტუმრო ძველი თელავის აღწერილობა:
სასტუმრო "ძველი თელავი" მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ღვინის სამშობლოს, კახეთის უძველესი დედაქალაქის, თელავის ცენტრში. სასტუმროს პირველი კორპუსი XIX საუკუნის ისტორიულ შენობაშია განტავსებული. მეორე კორპუსი - ახლად აშენებულ, თანამედროვე ნაგებობაში. სასტუმროს შენობის არქიტექტურაში შერწყმული ძველი და ახალი სტილი ხაზს უსვავს ძველი ქალაქის თავისებურებას. სასტუმრო "ძველი თელავი" საუკეთესო ადგილია, როგორც საქმიანი ადამიანებისათვის, ასევე თავისუფალი ტურისტებისათვის. სასტუმროს პერსონალი თქვენთვის უზრუნველყოფს თბილ, მეგობრულ და ეფექტურ მომსახურებას. ჩვენი სასტუმრო თქვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის სერვისს, სადაც შემოსვლისთანავე ჩვეული ქართული სტუმართმოყვარეობით დაგხვდებიან. სასტუმროს ექსტერიერის ინტერიერის ინდივიდუალურ სახეს ქმნის მოდერნისა და ძველი ქართული მოტივების ერთობლიობა.
ჩვენს სასტუმროში არსებული საკონფერენციო დარბაზი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კონფერენციების, ისე ვორქშოპების, სემინარების და სხვა ტიპის შეხვედრების გასამართად. სასტუმრო "ძველი თელავი" შედგება ორი სამსართულიანი კორპუსიაგან. პირველ კორპუსი მოიცავს 12 ოთახს, ხედით მთავარი ქუჩისა და შიდა ეზოზე. მეორე კორპუსი 23 ნომერს, ხედით მთავარ ქუჩაზე. სასტუმროს ვესტიბული და ინტერიერი გამორჩევა ქართული და უცხოური სტილის პროფესიონალური შეხამებით, რომელიც ქმნის დახვეწილ და კომფორტულ გარემოს. სასტუმრო "ძველი თელავი" არის ქალაქ თელავის საქმიანი და კულტურული დასვენების გამორჩეული ადგილი. სასტუმრო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც კომფორტს, სიმყუდროვესა და ყურადღებას აფასებს.